ქედაში „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისი გაიხსნა

ქედაში „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისი გაიხსნა

დღეს,   ქედაში „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია გაიმართა.  ქედის  რაიონულ ორგანიზაციას  რომან ბედინაძე უხელმძღვანელებს.

პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა და გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ესწრებოდნენ.

ადგილობრივებს პარტიის წარმომადგენლებმა „თავისუფალი საქართველო“-ს გაზეთები და საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.

პარტია „თავისუფალ საქართველოს“  საქართველოს მასშტაბით  24 ოფისი აქვს. სამომავლოდ  73 საარჩევნო ოლქში პარტიისწარმომადგენლობის გახსნა იგეგმება.