ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ერთ ერთმა დამფუძნებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ერთ ერთმა დამფუძნებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ბინათმშენებლობით დაზარალებულმა, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის ერთ ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ზურაბიშვილმა სიცოცხლე თითმკვლელობით დაასრულა.

 როგორც „დაზარალებულ მენაშენთა ასოციაციის“ წევრმა ია ღონღაძემ განაცხადა, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აღნიშნა, რომ   ზურაბიშვილი სამშენებლო კომპანია „დექსუსის“ მშენებლობით იყო დაზარალებული.

„ამხანაგობა მართვაში ჯერ „ცენტრ პოინტმა, ხოლო შემდეგ „დექსუსმა“ გადაიბარა. დამფუძნებლების უმრავლესობა სწორედ ამ კომპანიების უკანონო ქმედების მსხვერპლი გახდა“- განაცხადა  ღონღაძემ.

 ოჯახის წევრები თვითმკვლელობის მიზეზად იმ დაუსრულებელ დავებს ასახელებენ, რომელიც დაზარალებულებსა და სამშენებლო კომპანიებს შორის დღემდე მიმდინარეობს.

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ცენტრპოინტმა, მოგვიანებით კი დექსუსმა ასობით ადამიანი მოატყუა და ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-სთან გაფორმებული მინდობის ხელშეკრულების პირობებიც არ შეასრულა.

„ბინა კი იმ მიზეზით დააყადაღეს, რომ გიორგი ზურაბიშვილი ამხანაგობის ერთ ერთი დამფუძნებელი იყო“, - განაცხადა გარდაცვლილის შვილმა.

ამ წუთებში რუსუდან კერვალიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისთან მიმდინარეობს.

დაზარალებულები „ცენტრ პოინტს“ მათ მოტყუებაში  და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.