სად წაიღო უკრაინამ ევრო-2012-ისთვის გამოყოფილი 4 მილიარდი?

სად წაიღო უკრაინამ ევრო-2012-ისთვის გამოყოფილი 4 მილიარდი?

Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინელი ოპოზიციონერები მიმართევენ უეფა-ს ჩაატაროს გამოძიება და გაარკვიოს, სად წაიღო იანუკოვიჩის მთავრობამ ევროპის ჩემპიონატისთვის გამოყოფილი მილიარდები. ოპოზიციონერთა მტკიცებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ჩემპიონატის წინ განხორციელდა და რომლებზეც ხელისუფლებამ ტენდერი არ გამოუცხადებია, სწორედ იმ ფირმებმა განახორციელეს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა უშუალო დაქვემდებარების ქვეშ არიან.

„საქმე ეხება კომპანია Altkom-ს, რომელმაც ევრო-2012-ისთვის 800 მილიონი დოლარის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა და რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის Eurobalt Limited , რომელიც დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემშია დარეგისტრირებული. Eurobalt კი ეკუთვნის კომპანია  Trinitron Investments-ს, რომელიც ბელიზაშია დარეგისტრირებული და ამ მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელია კიპრელი იოგის მასწავლებელი. იოგას მასწავლებლის ლანა ზამბას სახელზე კიდევ 23 ფირმაა დარეგისტრირებული დიდ ბრიტანეთში, მაშინ როდესაც მასწავლებლის თვიური ხელფასი...534 დოლარს შეადგენს“,-წერს გამოცემა.

უკრაინის ხელისუფლება ოპოზიციონერთა ბრალდებებს უარყოფს.