შეცვლის თუ არა ჰილარი კლინტონი რუსეთის პოზიციას სირიასთან დაკავშირებით?

შეცვლის თუ არა ჰილარი კლინტონი რუსეთის პოზიციას სირიასთან დაკავშირებით?

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მოსკოვს ეწვევა და შეეცდება სირიის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პოზიციის შეცვლას.

სახელმწიფო დეპარტმანტის ოფიციალური წარმომადგენლის ვიქტორია ნულანდის განცხადებით, კლინტონი უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას პეტერბურგის ფორუმზე „ქალები და ეკონომიკა“.

„ეს ვიზიტი კლინტონს საშუალებას მისცემს შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს,სირია კი მათი საკითხების მთავარი განსახილველი თემა იქნება“,-განაცხადა ნულანდმა.
ფორუმი  „ქალები და ეკონომიკა“ პეტერბურგში  28-30 ივნისს გაიმართება. აშშ სახელმწიფო მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში რუსეთის შემდეგ, ფინეთსა და ლატვიას ეწვევა.