მანანა კობახიძე: შეხვედრაზე კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევას შეეხო

მანანა კობახიძე: შეხვედრაზე კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევას შეეხო

კოალიცია „ქართული ოცნების“ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და სახალხო კრების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, მხარეებმა მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

 ამის შესახებ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა.

კობახიძის თქმით, თვითონ შეხვედრას არ დასწრებია, მაგრამ მისი ინფორმაციით, საუბარი და კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატებსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებში თანამშრომლობას შეეხო.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. თანამშრომლობა კი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, "სახალხო კრების" წარმომადგენლებს: ნონა გაფრინდაშვილს, ლუკა კურტანიძეს, სოსო ჯაჭვლიანსა და გია ბურჯანაძეს შეხვდა. ივანიშვილთან კონსულტაციების წარმოება "სახალხო კრებამ" სწორედ ამ ოთხ ადამიანს დაავალა.