ბუნდესტაგის წევრები არასამთავრობოების საქმიანობით ინტერესდებიან

ბუნდესტაგის წევრები არასამთავრობოების საქმიანობით ინტერესდებიან

 პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გერმანიის ბუნდესტაგის პეტიციის კომიტეტის დელეგაციას დახურულ კარს მიღმა შეხვდა.  

შეხვედრის შემდეგ ბუნდესტაგის წევრმა გიუნტერ ბაუმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დელეგაცია საკანონმდებლო მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას იღებს.

პეტიციის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ პეტიციის კომიტეტი საზოგადოების მომართვებს, წერილებს, თხოვნებს და ინიციატივების იხილავს.

„ბუნდესტაგის წევრებს საქართველოს პარლამენტის მუშაობაში არასამათავრობო ორგანიზაციების ჩართვის პრაქტიკა გავაცანით. მათ გერმანიის გამოცდილება გაგვიზიარეს. შევთანხმდით, რომ, როგორც ბუნდესტაგთან მომავალშიც ვითანამშრომლებთ,“ - აღნიშნა გაბაშვილმა.

ხვალ დელეგაცია სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.