ბაღათურია: ხელისუფლება ბინძური და სამარცხვინო საქმიანობითა და ფულის კეთებით არის დაკავებული

ბაღათურია: ხელისუფლება ბინძური და სამარცხვინო საქმიანობითა და ფულის კეთებით არის დაკავებული

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ტრეფიკინგი ყვავის.

„ხელისუფლების უმოქმედება ადასტურებს, რომ ამ ბინძური და სამარცხვინო საქმიანობითა და ფულის კეთებით დაკავებულია ხელისუფლება და ახლა ცდილობს თავი გაიმართლოს“, – განაცხადა from.ge–სთან საუბარში ბაღათურიამ.

მისივე განმარტებით, სოფელ გონიოს მაცხოვრებელმა 540 ადამიანმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომ აჭარაში პროსტიტუციის ფაქტებს აქვს ადგილი.

„პირადად მე, ბიუროს და პარლამენტის სხდომებზე განცხადება გავაკეთე, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად გადაიქცა, მაგრამ ერთი ზარიც კი არ ყოფილა და არავინ დაინტერესებულა არც შსს–დან და არც პროკურატურიდან“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოში ტრეფიკინგი ყვავის.

„ხელისუფლების უმოქმედება ადასტურებს, რომ ამ ბინძური და სამარცხვინო საქმიანობითა და ფულის კეთებით დაკავებულია ხელისუფლება და ახლა ცდილობს თავი გაიმართლოს“, - განაცხადა from.ge-სთან საუბარში ბაღათურიამ.

მისივე განმარტებით, სოფელ გონიოს მაცხოვრებელმა 540 ადამიანმა პოლიციაში განცხადება შეიტანა, რომ აჭარაში პროსტიტუციის ფაქტებს აქვს ადგილი.

„პირადად მე, ბიუროს და პარლამენტის სხდომებზე განცხადება გავაკეთე, რომ აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად გადაიქცა, მაგრამ ერთი ზარიც კი არ ყოფილა და არავინ დაინტერესებულა არც შსს–დან და არც პროკურატურიდან“, – აღნიშნა ბაღათურიამ.

ბაღათურიასგან განსხვავებით სრულიად  საპირისპიროს ამტკიცებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი.

მინაშვილის  შეფასებით, საქართველო ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა რიგშია, რომელიც ყველაზე კარგად ებრძვის  ტრეგფიკინგს.  მისი განმარტებით, ზოგიერთ საინფორმაციო საშუალების მიერ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე არასწორი ანალიზია გაკეთებული. 

აკაკი მინაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან რამდენიმე ჯგუფია დაკვალიფიცირებული და ამ ჯგუფებში საქართველო ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოთა რიგშია, რომელიც ყველაზე კარგად ებრძვის  ტრეგფიკინგს. მისივე თქმით, ამ ჯგუფში საქართველოსთან ერთად არის დანია, გერმანია, ესტონეთი.

„ბუნებრივია, რომ პრობლემა რაც დასახელებულია, რაღაც პრობლემა არის,  იმიტომ რომ სრულად აღმოფხვრა ვერ ხდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადაც საუბარია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველომ თავის მოქმედებები გააუმჯობესა. სპეციალური ადგილებია, სადაც ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფარია, საქართველომ დაფინანსება გაზარდა, რომ უკეთესი გარემო იყოს. ყველა მიმართულებით საქართველოს თავის აქტივობა გაუმჯობესებული აქვს, – აღნიშნა მინაშვილმა.

რაც შეეხება დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიერ დასახელებულ ფაქტებს, რომ აჭარა არის პროსტიტუციის და ტრეფიკინგის საერთაშორისო ცენტრი,ამ საკითხზე მინაშვილს კომენტარის გაკეთება არ სურს.

„ჯონდი ბაღათურიას განცხადებებზე კომენტარს არ ვაკეთებ, რადგან ვთვლი, რომ არასერიოზულია“, – აღნიშნა მინაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრეფიკინგის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო არის ქალების სექსულური ტრეფიკინგის და კაცების და ქალების იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც. ანგარიშის მიხედვით, ქალები და გოგონები სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან როგორც თავად ქვეყანაში, ასევე თურქეთში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.