თბილისში ნაციონალების მაჟორიტარები უახლოეს დღეებში დასახელდება

თბილისში ნაციონალების მაჟორიტარები უახლოეს დღეებში დასახელდება

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რაიონებში მაჟორიტარებზე საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მიიღებს. წინასწარ კი ცნობილია, რომ  სამგორში - წარდენილი იქნება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი, მთაწმინდაზე - არჩილ გეგენავა,  ჩუღურეთში - დეპუტატი ანდრო ალავიძე, კრწანისში - მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე - დავით საყვარელიძე, ნაძალადევში - მერაბ სამადაშვილი,  ვაკეში - გიორგი კარბელაშვილი, დიდუბეში - ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, საბურთალოზე -  ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე, რომელიც ამჟამად დედაქალაქის მერიაში სოციალურ საკითხებს კურირებს, გლდანში - ნიკოლოზ ხაჩირიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარების ოფიციალურად წარდგენამდე მმართველი გუნდის წევრები კონკრეტულ კანდიდატებზე არ საუბრობენ.