ვიაჩესლავ ჩირიკბა: უცხოელმა  ექსპერტებმაც აღიარეს, რომ  ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ შეესაბამება

ვიაჩესლავ ჩირიკბა: უცხოელმა ექსპერტებმაც აღიარეს, რომ ტერმინი „ოკუპაცია“ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ შეესაბამება

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, ჟენევის დიკუსიის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ, დასავლეთის ცნობილმა ექსპერტებმაც აღიარეს, რომ ტერმინი „ოკუპაცია“,საერთაშორისო სამართლის კრიტერიუმების მიხედვით, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ შეესაბამება.

„დისკუსიამ ნათლად გვიჩვენა, რომ საერთაშორისო სამართლის არცერთი კრიტერიუმის მიხედვით, ტერმინი „ოკუპაცია“ ჩვენ არ გვიდგება. ეს ცნობილმა უცხოელმა ექსპერტებმაც აღიარეს. ნათელია, რომ ამერიკაც და საქართველოც ტერმინ „ოკუპაციას“ მხოლოდ პროპაგანდის მიზნებისთვის იყენებს“,-განაცხადა ჩირიკბამ.  

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის დელეგაციამ ჟენევის გარდა შეხვედრები საფრანგეთსა და იტალიაშიც გამართა.