ეგვიპტური „მილიონიანი მარში“

ეგვიპტური „მილიონიანი მარში“

ისლამისტურმა მოძრაობამ „ძმებმა მუსულმანებმა“ ეგვიპტეს „მილიონიანი მარშის“ ჩატარებისკენ მოუწოდეს. ისინი აპროტესტებენ სამხედრო საბჭოს მიერ მიღებულ კანონებს, რომლის თანახმადაც ძალაუფლების ნაწილს ისევ სამხედრო საბჭოს ხელშია.   მიუხედავად იმის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში „ძმები მუსლიმების“ ლიდერმა მოჰამედ მურსიმ გაიმარჯვა, სამხედრო საბჭომ ერთი კანონით დაარეგულირა პარლამენტის ფორმირება, სადაც დომინირებენ ისლამისტები, მეორე კანონის მიხედვით კი, სამხედრო საბჭო ისევ გააკონტროლებს ეგვიპტელ კანონმდებლებს.   

BBC-ის ინფორმაციით, მოჰამედ მურსის მოწონააღმდეგე აჰმედ შაფიკს, რომელსაც სამხედრო საბჭოც უჭერს მხარს, თავისი დამარცხება ჯერ არ უღიარებია. ასე, რომ ეგვიპტური „მილიონიანი მარში“ მურსის მხარდასაჭერად გაიმართება.