ქართველი პიანისიტის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

ქართველი პიანისიტის გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე

გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგში გამართულ საერთაშორისო კუნკურსზე, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა, მთავარი ჯილდო, გრან პრი მოიპოვა.

 ბადენ-ვურტემბერგის საერთაშოსო მუსიკალური კონკურსი გერმანიაში ყოველწლიურად ტარდება და საუკეთესო მუსიკოსების გამოვლენას ითვალისწინებს. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებული I პრემიის მფლობელი მუსიკოსები.

კონკურსი ორ ეტაპს მოიცავდა. პირველ ტურში 67 მუსიკოსი მონაწილეობდა. მე-2 ტურში მხოლოდ 8 ფინალისტი გადავიდა. ვალერიან შიუკაშვილი შემსრულებლებს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს და კუნკურსის გრან-პრი მიანიჭეს.

ვალერიან შიუკაშვილმა ბრამსის, შოპენის, სკარლატის, მუსორგსკის, მოცარტის, შუბერტისა და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები შეასრულა. ვალერიან შიუკაშვილი თბილისში დღეს ჩამოვა. 

ვალერიან შიუკაშვილი კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაემგზავრა.