თბილისის ისტორიის მუზეუმში დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში დავით გაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

თბილისის ისტორიის მუზეუმი დღეს, ცნობილი ქართველი მხატვრის დავით გაბაშვილის ნამუშევართა გამოფენას უმასპინძლებს.

დავით გაბაშვილი არის მეოცე საუკუნის კლასიკოსი, რომელმაც 1939 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა სახელმწიფო გამომცემლობებში, მუზეუმში, კინოსტუდიაში და ამასთანავე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

დავით გაბაშვილის შემოქმედება მოიცავს 60 წელს და ხასიათდება იშვიათი მრავალფეროვნებით. ითვლება, რომ მისი მხატვრობა ერთგვარი გარდამავალი და დამაკავშირებელი ეტაპია მეოცე საუკუნის პირველ და მეორე ნახევარს შორის. მხატვარს ჰქონდა გამოფენები, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც: ინგლისში, გერმანიაში, რუსეთში და ა.შ.  მისი სახელი შესულია საუკეთესო საბჭოთა მხატვართა ასეულში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის, როგორც ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე ქანდაკება. გამოფენიელი 100-მდე ექსპონატი მხატვრის ოჯახის კერძო კოლექციაშია დაცული.