პეტრე მამრაძე: ლაზიკას პროექტი ხომ არ არის ოპიუმის მწეველის ზმანება?

პეტრე მამრაძე: ლაზიკას პროექტი ხომ არ არის ოპიუმის მწეველის ზმანება?

ოპოზიციონერი დეპუტატის პეტრე მამრაძის შეფასებით, ამ რეჟიმის სამი საყრდენი არის - ტყუილი, ძალადობა და სიძულვილი.

მან  კურიოზული და გრანდიოზული ტყუილი უწოდა ლაზიკას მშენებლობას.

„ეს ის მშენებლობაა, რომელზეც სი-ენ-ენის კორესპოდენტმა იკითხა: ეს პროექტი ხომ არ არის ოპიუმის მწეველის ზმანება? მეორე კორესპოდენტმა ქუთაისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით იკითხა: ეს ხომ არ არის ძვირადღირებული სიგიჟე ნაცვლად იმისა, რასაც ხელისუფლება გვეუბნება? „სიენენს“ ვციტირებ, ყველამ ისწავლოს ინგლისური ვინც არ იცის, დაუჯეროს რეჟიმს და ორიგინალშიც ნახოს და ტრანსკრიფციაც“, – აღნიშნა მამრაძემ.

მისივე თქმით, ტრასპორტში, მაღაზიებში ერთი შეკითხვა ისმის: როდის ჩამოვათრევთ ამათ შავი ჯიპებიდან? ხომ მალე ჩამოვათრევთ?

„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ეს კანონმა გააკეთოს, ჩვენ ხელი არ უნდა გავისვაროთ. კანონმა უნდა ჩამოიყვანოს ყველა ჩამოსაყვანი იმ შავი ჯიპებიდან და ფუფუნებიდან, რომელიც კონტრასტში მოვიდა გაღატაკებული ხალხის ცხოვრებასთან“, – აღნიშნა პეტრე მამრაძემ.