მხატვრის თვალით დანახული ლინდსი ლოჰანი (VIDEO)

მხატვრის თვალით დანახული ლინდსი ლოჰანი (VIDEO)

მხატვარი რიჩარდ ფილიპსი ლინდსი ლოჰანით მაშინ დაინტერესდა, როდესაც მუშაობდა პროექტზე Most Wanted, ის ხატავდა ახალგაზრდა, ცნობილი ადამიანების პორტრეტებს. ისეთების, როგორებიც არიან: დაკოტა ფანინგი, ტეილორ სვიფტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი... რიჩარდ ფილიპსმა ლინდსის პორტრეტი ნატურის გარეშე დახატა. გოგონამ, ამის შესახებ სრულიად შემთხვევით ერთი საერთო მეგობრისგან გაიგო, რომელმაც ნახატისთვის გადაღებული ფოტო ლინდსის  თავის სმარტფონზე  აჩვენა. მსახიობი მხატვრით დაინტერესდა და მათი შეხვედრაც მალევე შედგა.

ფილიპსისა და ლინდსის პირველი ერთობლივი ნამუშევარი გასულ წელს  ვენეციაში, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე -  ბიენალეზე აჩვენეს, პროექტ „სარეკლამო პაუზის“ ფარგლებში. რამდენიმე თვის შემდეგ,  ფილიპსი და ლოჰანი  ისევ გაერთიანდნენ, ამჯერად ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის, რომლის პრემიერაც  Art Basel -ში ერთი კვირის წინ გაიმართა. ფილმში ლინდსი ლოჰანმა განასახიერა ახალგაზრდა სერფინგისტის როლი. მსახიობი სეფინგის დაფას ცუდად ფლობს, ამიტომაც ფილმში ამ საქმეს მისი დუბლიორი ასრულებს, ყველა  დანარჩენი კადრი ახლო ხედითაა გადაღებული და მას, რა თქმა უნდა, თავად მსახიობი თამაშობს.

შეგახსენებთ, 2011 წლის ბოლოს ამერიკელმა პროდიუსერებმა, სკანდალური ლინდსი ლოჰანი ახალგაზრდა ელიზაბეტ ტეილორის როლზე დაამტკიცეს, რასაც ჰოლივუდურ კულვარებში დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა. როგორც ჩანს, „კინოშნიკები“არ შემცდარან და ამას ფილმიდან გავრცელებული პირველი კადრები მოწმობს, სადაც ლინდსი ტეილორის როლში შესანიშნავად გამოიყურება.