ირაკლი ალასანია: მაჟორიტარობის კანდიდატებში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებსაც ვიხილავთ

ირაკლი ალასანია: მაჟორიტარობის კანდიდატებში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებსაც ვიხილავთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი და „თავისუფალი დემოკრატების“  ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით,  საქართველოს რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებად მისი პარტიის წევრებიც დასახელდებიან.

ალასანიას თქმით, კოალიციაში სრული თანხმობაა, თუ რა პრინციპით უნდა შეირჩეს მაჟორიტარები და შესაბამისად, მაჟორიტარების დასახელება გაგრძელდება.

„მაჟორიტარობობის კანდიდატების დასახელება  კოალიციის ლიდერის პრეროგატივაა და ის გააცნობს საზოგადოებას. საჩქარო აქ არაფერია. ჩვენ კიდევ  გვაქვს დრო, ყველა მაჟორიტარი სახელიანი და  ღირსეული ადამიანები დავასახელოთ. მინდა გითხრათ,  რომ დღეს პარლამენტში ისეთი წარმომადგენლობა ჰყავს რეგიონებს, რომლებსაც ის რეგიონი საერთოდ არ ახსოვთ. რა თქმა უნადა,  ჩვენი პარტიის წევრებს ვიხილავთ.  ეს დასაწყისია“, - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას თქმით,  ის პირდება საქართველოს მოსახლეობას, რომ მომავალი პარლამენტი ხალხის უმრავლესობით იქნება  დაკომპლექტები და არა ერთპარტიული.

„მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ვერავინ ვერ გააკონტროლებს, თუ ვის მისცემთ ხმას არჩევნების დღეს. ეს  გამორიცხულია. ამას ვუზრუნველვყოფთ ჩვენც და საერთაშორისო დამკვირებლებიც. ამიტომ თვისუფლად, ლაღად მოდით არჩევნებზე და გულის კარნახით მიეცით იმ პარტიას  თუ იმ კოალიციას ხმა,  რომელიც მიიჩნევთ,  რომ  საქართველოს კრიზისიდან გამოიყვანს“, - განაცხადა ალასანიამ  საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.