მანანა მანჯგალაძე: გვიხარია, რომ  კიშინიოვის მერს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე,  ასეთი შეხედულება აქვს

მანანა მანჯგალაძე: გვიხარია, რომ კიშინიოვის მერს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ასეთი შეხედულება აქვს

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე კიშინიოვის მერის განცხადებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოხარულია იმ შეხედულების გამო, რომელიც კიშინიოვის მერს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი აქვს.

მანჯგალაძის განცხადებით, კიშინიოვის მერი ჩვენი დიდი ხნის მეგობარია. ის საქართველოს საკმაოდ ხშირად სტუმრობს და კარგად არის გათვითცნობიერებული იმ რეფორმების თაობაზე, რომლებიც საქართველოში ჩავატარეთ და მიმდინარეობს.

„გვიხარია, რომ მას ასეთი შეხედულება აქვს იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში კეთდება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ მერიაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, ქვეყნის საქმე წინ წავა თუ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოლდოვას ჩაუდგება სათავეში“.