კოპალიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მასშტაბებს აპროტესტებს

კოპალიანი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მასშტაბებს აპროტესტებს

ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანის განმარტებით,  ლეჩხუმში "ნამახვანის" ჰიდროკასკადის მშენებლობით ხეობას საშიშროება ემუქრება.

დეპუტატის თქმით,  60–იან წლებში "ლაჯანურჰესის"მშენებლობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატის შედეგებს მოსახლეობა დღემდე ვერ უმკლავდება. კოპალიანის აზრით, რაიონის ხეობაც ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას.  

„ასეთი მშენებლობის დროს სამი პირობა არის გასათვალისწინებელი: გარემოზე ზემოქმედება, ეკონომიკური სარგებელი და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება. 14–ვე სოფელში ვიმყოფებოდი, რომელიც ჰესების მშენებლობის გამო დატბორვის ზონაში ხვდება. ხალხის განწყობა კარგად ვიცი, ისინი შეშფოთებულნი არიან. მათი უმრავლესობა მშენებლობების მასშტაბებით უკმაყოფილოა. მიგვაჩნია, რომ ამ სახით ხეობაში მშენებლობა არასწორია,“ – აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

მან ხელისუფლებას მშენებლობის მასშტაბების შემცირებისაკენ მოუწოდა.