სილვიო ბერლუსკონეს 4 წლიანი ციხე ემუქრება

სილვიო ბერლუსკონეს 4 წლიანი ციხე ემუქრება

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პროკურატურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონისთვის 4 წლიან პატიმრობას ითხოვს. საქმე ეხება ბერლუსკონის ჰოლდინგ Mediaset-ში განხორციელებულ მაქინაციებს. იტალიის პრემიერმინისტრს ბრალად ედება ტელემაუწყებლობის საკუთრებაში მიღებისას ფასების ხელოვნურად გაზრდა, რის შედეგადაც, გამოძიების აზრით, მიღებული თანხა არა ბიუჯეტში, არამედ ქრთამში წავიდა.

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონე, ერთდროულად რამდენიმე გამოძიებაში მყოფ საქმეში ფიგურირებს. მას ბრალად ედება ქრთამის აღება 600 000 დოლარის ოდენობით, მაფიასთან კავშირები და აგრეთვე არასრულწლოვან მეძავებთან ურთიერთობა.