კეტი პერი მერი ოსტინს განასახიერებს?

კეტი პერი მერი ოსტინს განასახიერებს?

კეტი პერი, შესაძლოა, გამოჩნდეს ფილმში, რომელიც ლეგენდარული ჯგუფი Queen -ის ცნობილ ვოკალისტს ფრედი მერკურს მიეძღვნება.

როგორც ამბობენ, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ფილმში  ფრედის მეგობრის მერი ოსტინის როლს შეასრულებს. უკვე ცნობილია, რომ  ფილმში მთავარ როლს კომიკოსი,- საშა ბარონ კოენი ითამაშებს.

„კეტის ძალიან უნდა ამ ფილმში მონაწილეობა, რადგან ის Queen -ის დიდი გულშემატკივარია. ის თვლის, რომ  მშვენივრად გაართმევს თავს ფრედის შეყვარებულის როლს. ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ის და საშა ძალიან კარგი „არტისტული წყვილი“  იქნებიან“- ამბობს ინკოგნიტო.

ფრედი მერკური და მერი ოსტინი 6 წელი ერთად იყვნენ, სანამ Queen - ის ლიდერი არ აღმოაჩენდა, რომ ბისექსუალი იყო. ისინი მალევე დაშორდნენ და სიცოცხლის ბოლომდე ახლო მეგობრებად დარჩნენ.