„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს


კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ თავიანთ თანამოაზრეებს კობა ჯაბუას და ნინო ყურუას, რომელთაც „ქართული ოცნების“ ფლაერების დარიგების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ღონისძიების ფარგლებში მათ ამ მიზნით გარკვეული თანხა შეაგორვეს.

როგორც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი თანამოაზრეების დაკავება   უსაფუძვლო იყო და აპირებენ სოლიდარობა გამოუცხადონ ყველა იმ პირს, რომელიც მათ გვერდით იბრძვის.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ ყველა მხარდამჭერს არ შეშინდნენ. ჩვენ ყველა იმ ადამიანის გვერდით დავდგებით, ვისაც პოლიტიკური რეპრესიები შეეხება“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

 „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებმა სოლიდარობის მიზნით აკრეფილი გირაოს თანხა  საბანკო ანგარიშზე გადარიცხეს.