ლეონარდო დიკაპრიოს ახალი  „ქერათმიანი ანგელოზი“ (VIDEO)

ლეონარდო დიკაპრიოს ახალი „ქერათმიანი ანგელოზი“ (VIDEO)

 ლეონარდო დიკაპრიო უკვე ოთხი თვეა მსახიობ ბლეიკ ლაივლის დაშორდა. როგორც ჩანს, მას მარტო ყოფნა დიდად არ უყვარს, რადგან მის გვერდზე უკვე გამოჩნდა ახალი, ქერათმიანი ანგელოზი სახელად ერინ ჰეატერტი. ერინი  Victoria’s Secret -ის გრძელფეხება მოდელია. ლეომ ის თებერვალში, ბლეიკთან დაშორების შემდეგ გაიცნო და ისინი უკვე რამდენიმე კვირაა ხვდებიან. პაემნებს ნიუ-იორკის სტილში აწყობენ. სეირნობენ პარკებში, დადიან ველოსიპედით და  საუზმობენ მანჰეტენის პატარა კაფეებში.