ირაკლი გილაურის განცხადებით, მოქალაქეები სესხის გამო ქონებას იშვიათად კარგავენ

ირაკლი გილაურის განცხადებით, მოქალაქეები სესხის გამო ქონებას იშვიათად კარგავენ

საქართველოს პრეზიდენტის  მწავავე და კრიტიკული განცხადებების შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ბანკირებს სესხის ძალიან მაღალი პროცენტის შემცირებისკენ მოუწოდა და მიმართა: „ნუ გააკეთებთ იმას, რომ დამშეული, გაღატაკებული, განადგურებული ადამიანების მთელი კლასი მიიღოთ“, ქართველი ბანკირები განცხადებებს აკეთებენ.

 „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა  ირაკლი გილაურმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში პრეზიდენტის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ „საქართველოს ბანკში“ რესტრუქტურიზაციები მუდმივად ხდება,არის შემთხვევები, როდესაც 10-ჯერაც კი მომხდრა რესტრუქტურიზაცია.

ხოლო პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომ მოსახლეობა ბანკიდან აღებული სესხის გამო საცხოვრებელ ბინებს კარგავს, გილაურის განმარტებით, „მსგავს ფაქტებს მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში აქვს ადგილი“,-აცხადებს გილაური.