ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა

ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე სახლში დაბრუნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე სახლში დღეს დილით დაბრუნდა. როგორც დაკარგულის დეიდამ, მანანა ბუცხრიკიძემ განაცხადა, ჯიბლაძე ჯანმრთელი და უვნებელია.

მისივე თქმით, ოჯახის წევრებს ჯიბლაძისთვის არ უკითხავთ, თუ სად იმყოფებოდა ბოლო დღეების განმავლობაში.

შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისს, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა სამართალდამცველებს მიმართეს და პოლიციამ ჯიბლაძის ძებნა დაიწყო.