მიხეილ ხვიტიას პერსონალური გამოფენა კინომსახიობთა თეატრში

მიხეილ ხვიტიას პერსონალური გამოფენა კინომსახიობთა თეატრში

20 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიხსნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მიხეილ ხვიტიას პერსონალური გამოფენა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება „მიხეილ ხვიტიას თვალით დანახული საქართველო“. გამოფენა იგივე სახელწოდებას ატარებს და  ექსპოზიციაზე მხატვრის 25-მდე ფერწერული ნამუშევარს აერთიანებს.

მიხეილ ხვიტიას  შემოქმედება მხოლოდ პეიზაჟით არ შემოიფარგლება, მას აქვს ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი ნატურები, ჟანრული სცენები და ა.შ. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქალაქის მუზეუმების მუდმივ ექსპოზიციებში. მათ შორის, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეა, პეტროპავლოვსკის ხელოვნების მუზეუმი, ფრუნზეს ხელოვნების მუზეუმი, საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი), ქუთაისის მუზეუმი და ა.შ.