პეტრე ცისკარიშვილი:  ოზურგეთში გამართული აქცია საქართველოში არც პირველი იყო და არც უკანასკნელი

პეტრე ცისკარიშვილი: ოზურგეთში გამართული აქცია საქართველოში არც პირველი იყო და არც უკანასკნელი

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" აქციებს ან არ აფასებენ, ან ზოგად კომენტარებს აკეთებენ.   

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ოზურგეთში კოალიცია „ქარული ოცნების“ აქციის შეფასებისას განაცხადა, რომ  ოზურგეთში გამართული აქცია საქართველოში არც პირველი იყო და არც უკანასკნელი.

"აქციები პოლიტიკური პროცესის ნაწილია," - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

"ჩვენ ხალხის რაოდენობას არ ვითვლით, ასევე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იყო ადგილობრივი და ვინ სხვა რაიონიდან ჩასული. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე თავისუფალია და შეუძლია, ქუჩაში გამოვიდეს და თავისი აზრი გამოთქვას, აქციებსა ან მანიფესტაციებში მონაწილეობა მიიღოს. ეს, დემოკრატიული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.

მისივე შეფასებით, კარგია, რომ ქვეყანაში ხალხს უფლება აქვს თავისი აზრი გამოთქვას, ეს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებისთვის კარგია.

17 ივნისს, ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მომავალი აქციას კი კოალიცია 1 ივლისს მცხეთამთიანეთში გამართავს.