აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრები პარიზში პრეზიდენტების მომავალ შეხვედრას მოამზადებენ

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრები პარიზში პრეზიდენტების მომავალ შეხვედრას მოამზადებენ

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, ევროპა და ამერიკა გულისყურით ელოდება დღეს პარიზში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმა მაედიაროვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის შეხვედრას ყარაბაღის თემასთან დაკავშირებით. 

სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრე მანასიანის განცხადებით, სომხეთის მხარე ახალს არაფერს ელოდება ამ შეხვედრების შემდეგ.  „სერიოზული გარდატეხა ამ მოლაპარაკებების შემდეგ არ იქნება“,- განუცხადა მანასიანმა ჟურნალისტებს.

სიმართლე, ისევე როგორც იმედი, თუ მას მხარი არ დაუჭირე, ბოლოსდაბოლოს კვდება. ყარაბაღი არასოდეს არ შედიოდა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, თუმცა,  სომხეთმა ვერ მოახერხა ამ სიმართლის დაცვა საერთაშორისო არენაზე“,-აცხადებს სომეხი პოლიტოლოგი.