ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს „შავი სიებით“ ემუქრებიან

ამერიკა და რუსეთი ერთმანეთს „შავი სიებით“ ემუქრებიან

ამერიკის განცხადების შემდეგ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთანაა დაკავშირებული, ამერიკის ტერირორიაზე შესვლა აეკრძალება, მოსკოვმაც არ დააყოვნა და საპასუხო განცხადებით გამოვიდა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ამერიკის სენატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „მაგნიტსკის საქმესთან“ დაკავშირებით „ანტირუსული დემონსტრაციული ნაბიჯი“ უწოდა და ამერიკელ დიპლომატებს დაემუქრა.

„ ყველასთვის გასაგებია, რომ ჩვენგან საპასუხო ნაბიჯები არ დააყოვნებს. შეუძლებელია რეაგირება არ მოხდეს. თუ არ იქნება კანონი, არ იქნება საპასუხო ზომები მიღებული და ბუნებრივია, ატმოსფერო მაშინვე გაუმჯობესდება“,-განაცხადა უშაკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ მექსიკაში ვალდიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას „დიდი ოცეულის“ დღევანდელი შეხვედრის წინ, ამერიკელი კანონმდებლების განცხადება ახალ „ჯექსონ-ვენიკის შესწორებას” შეადარა.

„როგორც „ჯექსონ-ვენიკის შესწორება“ ჩამოეკიდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებას შორის, ისე შეუძლია „მაგნიტსკის სახელობის კანონმა“ ორ ქვეყანას შორის პერმანენტული უარყოფითი დაძაბულობა შეიტანოს“,-განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უშაკოვმა.