საქართველოს საგარეო უწყებაში ტრადიციულ ბრიფინგზე კომენტარი დავით გარეჯის კულტურული ძეგლის შესახებაც გააკეთეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ის იყო რომ ყველა მოქალაქეს, მომლოცველსა თუ ტურისტს დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადაადგილებისა და სენაკების მონახულების შესაძლებლობა ჰქონოდათ.
მისივე თქმით, ეს შეთანხმება ძალაშია და დროებითია. საბოლოო დასკვნა კი, ცნობილი საზღვრის დელიგიმიტაციის, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება.
რაც შეეხება მოსაზღვრეებს, კალანდაძე განმარტავს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ორივე ქვეყნის მესაზღვეები დგანან.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, იმას გულისხმობდა, რომ საზოგადოების წარმომადგენლებს, ტურისტებს, მრევლს და ა.შ. დავით გარეჯის მონასტრის ყველა საინტერესო ნაწილის მონახულების შესაძლებლობა ჰქონოდა. ეს შეთანხმება ძალაშია და მისი დარღვევა არ მომხდარა. ცხადია, ეს შეთანხმება დროებითია, მანამ, სანამ დელიმიტაციის საკითხი არ გადაწყდება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ ორივე მხარის სასაზღვრო წარმომადგენლობა პატრულირებს“,-განაცხადა კალანდაძემ.