საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის „იუნესკოს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიიდან ამოღების შესახებ, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანაძის განცხადებით, ამ საკითხს პეტერბურგში დაგეგმილ „იუნესკოს“ შეხვედრაზე განიხილავენ. მისი განმარტებით, „იუნესკოს“ კომიტეტის შეხვედრაზე ქართული მხარეც იქნება წარმოდგენილი და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებით, კომიტეტზე გაგრძელდება მოლაპარაკებები.
„ამ საკითხზე ქართულ მხარესთან ურთიერთთანამშრომლობით „იუნესკოს“სპეციალური კომიტეტი მუშაობს. რა საკვირველია, ქართულ მხარეს იმდენად რამდენადაც უშუალოდ დაინტერესებული მხარეა, საკუთრი მოსაზრებები და წინადადებები გააჩნია, რომელთა არგუმენტირებულად წარდგენასაც ცდილობს. თუ არ ვცდები 24 ივნისს, პეტერბურგში „იუნესკოს“ კომიტეტის სხდომა იმართება, რომელშიც ქართული დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას და თავის არგუმენტებს წარმოადგენს. ეს სამუშაო პროცესია. არსებობს სამუშაო პროექტი, რომელიც მაღალკალიფიციური ექსპერტებისა და არქიტექტორების მიერ იქნა შემუშავებული და რომლებსაც უშუალო რეკომენდაცია ქართულ მხარესთან სწორედ იუნესკომ გაუწია“, - განაცხადა კალანდაძემ.