ბრიტანული გამოცემის აზრით, დღეს მექსიკაში, ლოს-კაბოსში „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა სირიის საკითხთან დაკაშირებით მოლაპარაკება აუცილებლად უნდა შეძლონ, ამით ისინი მრავალი სირიელის სიცოცხლეს გადაარჩენენ.
Financial Times-ის სარედაქციო სტატიაში ნათქვამია, რომ მართალია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მცდარმა განცხადებებმა რუსეთის მიერ სირიისთვის სამხედრო შვეულმფრენებით მომარაგების თაობაზე, ოფიციალური მოსკოვის რისხვა გამოიწვია, მაგრამ „ბარაკ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა აუცილებლად უნდა შეძლონ მოლაპარაკება, რადგან სირიაში სამოქალაქო ომი უკვე სახეზეა. როგორც ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, როგორც კი მოსკოვი და თეირანი დაფინანსებას შეწყვეტენ, ბაშარ ასადის რეჟიმიც არსებობას შეწყვეტს “,-წერს გამოცემა.