ათენის ქუჩებში გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა საინფორმაციო აქცია-მიტინგი მოეწყვეს. ლისაბონში ქართული ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი ბარამიძის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა ქალაქისა და მისი შემოგარენიდან დაახლოებით 250-მდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო.
როგორც ბარამიძე აცხადებს, ქართველმა ემიგრანტებმა უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ „ქართული ოცნებისა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ანტიდემოკრატიულ კამპანია და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს სამუშაო გრაფიკი გააპროტესტეს.
„ეს გრაფიკი სრულად საწინააღმდეგოა იმ მოთხოვნებისა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. კერძოდ ათენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ საელჩო და საკონსულო არ მუშაობს კვირას, როდესაც ემიგრანტთა უმრავლესობა თავისუფალია“, - აღნიშნა ბარამიძემ და დასძინა, რომ დღესვე კიდევ 1000 ემიგრანტი გაწევრიანდა საბერძნეთში შექმნილ „ქართული ოცნების“ საინფორმაციო ჯგუფში.
ბარამიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები პარიზში, მიუნჰენში, ბარსელონაში, ჟენევასა და ანტვერპენშიც გაიმართება.