ჯესიკა სიმპსონის ცხოვრებაში ქალიშვილის, მაქსველის გამოჩენამ ბევრი რამ შეცვალა. გოგონა 2012 წლის 1 მაისს დაიბადა. ჯესიკა უკვე მზადაა თავისი ახალი გამოცდილება თაყვანისმცემლებსაც გაუზიაროს. „ვფიქრობ მაქსველმა შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება“ -ამბობს ის, ერთ-ერთ, ინტერვიუში. „მე განსაკუთრებით შემიყვარდა ყვავილებისა და გაზაფხულის სურნელი. მაქსველის საწოლიც ყვავილებში მაქვს ჩაფლული. ისეთი საყვარელი და კარგია. არაფერია იმაზე სასაიამოვნო, თუ როგორი სურნელიც ასდის ჩემს გოგონას, რომ შემეძლოს მისი არომატი შევქმნა, სულ თან ვატარებდი, რომ ყოველთვის მისი სურნელი მქონოდა“-ამბობს ბედნიერი დედა. სამწუხაროდ, ასეთი ტექნოლოგია ჯერჯერობით არ გამოუგონებიათ, თუმცა მსახიობმა სხვა გამოსავალი იპოვა. ჯესიკამ გამოუშვა ახალი არომატი, სახელწოდებით - Vintage Bloom, რომელიც მან საკუთარ ქალიშვილს მიუძღვნა. როგორც თავად შემქმნელი აღწერს არომატს აქვს სუფთა და ცივი ციტრუსის ნატურალური სურნელი.
არომატისგან შეიგრძნობთ, ლიმნის, მალინის, პიონის, ცაცხვისა და სხვათა სურნელებს. „მე ვატარებ ამ არომატს ყოველთვის, ამ ეტაპისთვის ის ჩემი საყვარელი სუნამოა. მე ის საზაფხულო განწყობას მიქმნის და ძალიან ქალური სურნელიც აქვს“- ამბობს ვარსკვლავი, რომელმაც სურნელი გოგონას დაბადებისთანავე შექმნა. „ეს მაშინ მოხდა, როდესაც ძალიან მგრძნობიარე ვიყავი სურნელების მიმართ. ამ არომატს ჩემს ცხოვრებაში, ახალი ეტაპის დაწყების სურნელი მოაქვს“- ამბობს მსახიობი.
Vintage Bloom გაფორმებულია ვინტაჟურ სტილში.
შეგახსენებთ, მომღერალმა, მსახიობმა და ახლა უკვე ბედნიერმა დედამ მისი ახალშობილი ქალიშვილის ფოტოები ჟურნალ People-ს 800 ათას დოლარად, სულ ცოტა ხნის წინ, მიჰყიდა.