საფრანგეთში დამთავრებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოციალისტურმა პარტიამ გამარჯვება მოიპოვა და მიღებული ხმების შედეგად, შეძლებს აბსოლუტური უმრავლესობის გაყვანას პარლამენტში. ფრანსუა ოლანდის სოციალისტებს საფრანგეთის ქვედა პალატაში 289 ადგილი აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე ნებისმიერი კანონის მიღება შეუძლიათ.
„საფრანგეთში დამთავრებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, მთავარი პრობლემა დაგვრჩა- შევინარჩუნოთ ევროკავშირი და ხელი შევუწყოთ ევროპის ეკონომიკურ ზრდას“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.