პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე გურიაში გამართულ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ კოალიციის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა.
„მომწონს ტონი, რაც კოალიციის აქციებზე არის. მომწონს სოლიდური ფორმა და შინაარსობრივად გამოსვლები. განსაკუთრებით კი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის. ის მშვიდი, სერიოზული, სოლიდური და ყოველგვარი პირადი შეურაცხყოფების, აგრესიის და სიძულვილის გარეშე გამოდის. ამ პიროვნებამ, რაღაც ახალი მოიტანა ქართულ პოლიტიკაში და ამ ეტაპზე, მნიშვნელოვნად შეცვალა კიდეც ქართული პოლიტიკა“, - განაცხდა აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, თუ ეს მუხტი შენარჩუნდება ან კიდევ უფრო გაიზრდება ქვეყნისთვის უფრო კარგი იქნება.
„კარგი იქნება უფრო სერიოზულად და სოლიდურად წარსდგეს ეს ძალა ოქტომბრის არჩევნებში. რაც უფრო დიდი წარმომადგენლობა ექნება ამ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში და რაც უფრო დაბალანსდება ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი, მით უკეთესია“, - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება, აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიმრავლეს აბაშიძე აცხადებს, რომ აქციაზე თვითონ არ ყოფილა, თუმცა რაც ნახა ტელევიზიით აქცია ფართომასშტაბიანი იყო.