ანაკლია ხომ ააშენა და იურმალას დაუმეგობრა? ახლა ლაზიკას გადაწვდა!

ანაკლია ხომ ააშენა და იურმალას დაუმეგობრა? ახლა ლაზიკას გადაწვდა!

 

„აკვიატება და ახირება, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო "ლაზიკას" პროექტს, „აკვიატება და ახირებაა, აბა სხვა რა შეიძლება უწოდო, ლაზიკის პროექტს, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას. ახლა აჩემებული აქვს ლაზიკა - თუ ქალაქი! თუ - ტანკი!!! ვის ატყუებს, საინტერესოა! - განაცხადა ოზურგეთში მიმდინარე "ქართული ოცნების" აქციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, კაცმა არ იცის, ვისთვის აპირებს ახალი ქალაქის აშენებას, რა თანხებით, ან როგორ შეიძლება ჭაობზე აშენებული ქალაქი ვინმესთვის იყოს საიმედო.

„რაც შეეხება ტანკს - ლაზიკას, სად არის საქართველოში ტანკის საწარმოებლად საჭირო ერთი დეტალი მაინც, ტანკის წარმოება რომ შეძლო, კილომეტრებზე გადაჭიმული მანქანათმშენებლობის ქარხანა უნდა გქონდეს ქვეყანაში. გინახავთ სადმე ასეთი საწარმო?

ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ამდენ ტყუილს რომ დაიჯერებს. ნუთუ ასეთი ბრიყვები ვგონივართ?!

ამით სააკაშვილი მთელ ქვეყანას აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენს ხალხს აყენებს შეურაცხყოფას, ჩვენს ინტელექტსა და აზროვნებას.

სამეგრელოში ჯერ სხვა ქალაქებია მისახედი, ანაკლია ხომ ააშენა და იურმალას დაუმეგობრა? ახლა ლაზიკას გადაწვდა!

ანაკლიის ხიდს რა ბედიც ეწია, ყველამ კარგად ვიცით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჯერ ჩვენი ხალხია მისახედი“,- განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა  ხელისუფლებას ურჩია ახალი ქალაქის მშენებლობას, სჯობს მიხედოს ურეკს, რომელსაც აქვს პოტენციალი გახდეს მსოფლიო დონის კურორტი. მისი თქმით, თუ ახალი ქალაქის მშენებლობისთვის შეიძლება რაღაც თანხები გამოინახოს, რატომ არ შეიძლება ეს თანხები მოხმარდეს ურეკს, რომელიც მთელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც სამკურნალო თვისებების უნიკალური ქვიშის მქონე კურორტი.

"ურეკი უნდა გახდეს მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი, რისი პოტენციალიც მას რეალურად აქვს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ამას შევძლებთ.

ურეკს კი მართლა სჭირდება მიხედვა, აქაა საჭირო ინვესტიციების მოზიდვა. ურეკი უნდა გახდეს საერთაშიროსო მნიშვნელობის კურორტი, რისი პოტენციაც მას რეალურად აქვს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ ჩვენ ამას შევძლებთ, გპირდებით!", - განაცხადა ივანიშვილმა.