გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელმა სამართალდამცავებმა საქართველოს 13 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ედებათ ორგანიზებულ- დანაშაულებრივი ჯუფის შექმნა, რომელიც ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში ბინებს ძარცვავდა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულთა ვინაობა არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ, რომ მათ შორის 9 მამაკაცი და 4 ქალია. ვარაუდობენ, რომ ეს ჯგუფი ესპანეთში მოქმედი დიდი კრიმინალური დაჯგუფების დანაყოფია. ისინი ასევე არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები იმ ბოროტმოქმედებთან თანამშრომლობდნენ, რომლებიც ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.
დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ.