საზოგადოებრივი მოძრაობა "ამომრჩეველთა ლიგა" დღეიდან კარდაკარის ალტერნატიულ პროექტს იწყებს.
როგორც მოძრაობაში აცხადებენ, კარდაკარის ალტერნატიულ პროექტის განხორციელბა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას უნდობლობას უცხადებს
"სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება იმისათვის, რომ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები წარიმართოს, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. მოახლოებული არჩევნების სამართლიანად ჩატარებას გამართული სიები სჭირდება. სიების შემოწმებასთან ერთად "ლიგა", ასევე კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს, რომლებიც შემდგომში არჩევნებს დააკვირდებიან", - აცხადებენ "ამომრჩეველთა ლიგაში".