თემურ ჭკუასელი: 2003 წლის შემდეგ ისეთი უჯიშო ვარდი გამრავლდა, რომლის ეკლებიც მთელ საქართველოს სულიერად კაწრავს

თემურ ჭკუასელი: 2003 წლის შემდეგ ისეთი უჯიშო ვარდი გამრავლდა, რომლის ეკლებიც მთელ საქართველოს სულიერად კაწრავს

 

ოზურგეთის ცენტრში კოალიცია  "ქართული ოცნების" აქცია   ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო.დაიწყო. აქცია სიმღერით ანსამბლმა ,,თბილისმა" გახსნა.

სიმღერის შემდეგ ტრიბუნასთან უკვე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ავიდა და შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა.

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს,  "ქართული ხმების" დამფუძნებლმა, მომღერალმა თემურ ჭკუასელმა მიმართა.

გუშინ წვიმდა, დღეს რომ გავიღვიძე, ვთქვი, რომ ამინდში გაგვიმართლა, გურულებო. ვიფიქრე, რომ დღეს ყველანაირად კარგი დარი  იქნებოდა. ამინდმა კი გაგვიმართლა, მაგრამ ხელისუფლებაში არ გვიმართლებს. 2003 წლის შემდეგ  ისეთი უჯიშო ვარდი გამრავლდა, რომლის ეკლებიც მთელ საქართველოს სულიერად კაწრავს. გურიაში ასეთ ვარდს ეზოში არ გააჩერებდნენ. 1905 წლის შემდეგ, როდესაც გურულები რუსეთის იმპერიას ებრძოდნენ, გურიაში ასეთი გამოთქმა მას შემდეგ გავრცლედა, "გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა". დღეს შურისძიების დრო არ არის, დღეს თავისუფლებამდე უნდა მივიდეთ და ეს გამოთქმა უნდა შევცვალოთ ასე "გურიაში რა გინდოდა, თუ ოცნება არ გინდოდა", - განაცხადა ჭკუასელმა ქართული ოცნების აქციაზე ოზურგეთში.