„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში

„ქართული ოცნების“ აქცია ოზურგეთში

ოზურგეთის ცენტრში კოალიცია  "ქართული ოცნების" აქცია   ზუსტად 19:00 საათზე დაიწყო.დაიწყო. აქცია სიმღერით ანსამბლმა ,,თბილისმა" გახსნა.

სიმღერის შემდეგ ტრიბუნასთან უკვე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ავიდა და შეკრებილ მხარდამჭერებს მიესალმა.

,,გამარჯობათ გურულებო, ვინ თქვა გურია პატარააო, ნახეთ რამხელა ყოფილა სინამდვილეში. ქუდზე კაცია გამოსული.

ჭკვიანი და გამჭრიახი ხალხი ხართ გურულები. თქვენ ჩემზე ადრე შეიცანით სააკშვილი. თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა დროულად ახლა ამ დღეში არ ჩავვარდებოდით. მე მხედველობაში მაქვს 2004 წელი, როდესაც მთელი საქართველო ეიფორიაში იყო, მათ შორის მეც. მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩვენებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გურიაში მიიღო. თქვენს ჭკუაზე, რომ გვევლო ასეთ უბედურ დღეში არ ჩავარდებოდით", - მიმართა გურულებს ბიძინა ივანიშვილმა და იქვე გურიაში გატარებული ბავშვობის წლები გაიხსენა.

,,ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები აქ მაქვს გატარებული. არდადაგებზე აქ ჩამოვდიოდი. 12 წლის ასაკში აქ "უნივერმაგის" მშენებლობაზე ვმუშაობდი. 13-ის კი ჩაის ქარხანაში. სწორედ გურიაში ვისწავლე ორგანიზებული შრომის ფასი. ძალიან მიყვარს აქაურობა და ამიტომ მინდა განსაკუთრებულად მოგეფეროთ. დღეიდან თქვენ ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ხართ. თქვენი იმედი გვაქვს ოქტომბერში", - განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე.