ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა

ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ აქციაზე მიმავალი ზურაბ ზვიადაური სიკვდილს გადაურჩა. მომხდარს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძეც შეესწრო. 

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის ავტომანქანის საქარე მინას ქარელის რაიონის სოფელ რუისთან, ცენტრალურ ავტობანზე, საპირისპირო მხრიდან მომავალი ტრაილერის ძარიდან გადმოვარდნილი ქვის ფილა დაეცა. შედეგად მინა გატყდა, დაზიანდა ავტოსალონიც. ზვიადაურმა თავის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ოლიმპიური ჩემპიონი მომხდარს უბრალო შემთხვევითობას უწოდებს.

„საკმაოდ დიდი ქვის ფილა გადმოვარდა. კიდევ კარგი რეაგირება დროზე მოვახდინე და მანქანა გავწიე, თორემ შიგნით შემოვარდებოდა და ყველანი დავიხოცებოდით“, - აცხადებს ზვიადაური.

შემთხევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ორივე ავტომანქანა  საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს.