„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე თსუ-ში

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა დღე იმართება. ტრადიციული ღონისძიება წელს მეათედ ტარდება. საჯარო კითხვის დღეს, 8 საათის განმავლობაში ყველა მსურველს  საშუალება ეძლევა შოთა რუსთაველის პოემა ხმამაღლა წაიკითხოს.

„ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის  ტრადიციას საფუძველი მწერალმა დათო ტურაშვილმა და პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა ათი წლის წინ ჩაუყარეს. იდეის განხორციელებისკენ დავით ტურაშვილს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში სერვანტესის სახალხო კითხვის დღის აღნიშვნამ უბიძგა, რომელიც ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს იმართება და მასში მონაწილეობას ათასობით ესპანელი და უცხოელი სტუმარი იღებს.

From.ge-სთან საუბარში ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ  წელს „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღეს, მოწვეულნი არიან და მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და  სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.

დაარსების დღიდან სხვადასხვა წლებში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა ბათუმში, თბილისში, სენაკსა და თამარაშენში გაიმართა.