ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქმა  ილია II-მ პროექტის  - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ მონაწილეები -  თბილისის  17 საჯარო სკოლის უმცროსკლასელები, პედაგოგები და მშობლები დალოცა.

ყოველკვირეული პროექტის  - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - ფარგლებში პატრიარქის ფონდში მთელი წლის განმავლობაში თბილისის საჯარო სკოლების  უმცროსკლასელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა. შემოსული თანხა მოხმარდა ინვალიდი ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.

პროექტის ორგანიზატორები არიან  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.