წულუკიანი: დავით ბერძენიშვილმა  მაჟორიტარების სავარუდო კანდიდატებზე  მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა

წულუკიანი: დავით ბერძენიშვილმა მაჟორიტარების სავარუდო კანდიდატებზე მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა

 პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის განცხადებით, კოალიციის წევრის და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის მიერ, თბილისის მასშტაბით „ქართული ოცნების“ სავარაუდო მაჟორიტარობის კანდიდატთა  ვინაობის დასახელება იმიტომ მოხდა, რომ ამ საკითხზე მედიაში ბევრი სპეკულაციები ვრცელდებოდა.

„მაჟორიტარ კანდიდატთა სავარუდო ვინაობა, რაც  დავით ბერძენიშვილის მიერ გამოქვეყნდა,  ორი სოციალური კვლევის შედეგია. მან ეს განცხადება  იმიტომ გააკეთა, რომ  მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციები იყო. მეც რომ ვუყურებდი ვხვდებოდი, რომ მედია აბსოლუტურად არ იყო  ინფორმირებული იმის შესახებ,  თუ რა იყო რეალური შედეგი.  ამის გამოსასწორებლად დავით ბერძენიშვილმა ამ მითქმა - მოთქმას წერტილი დაუსვა. ეს კვლევის შედეგია, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, მაჟორიტარების საკითხი ჯერ  გადაწყვეტილი არაა“, - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება თბილისის ოლქებში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების ლიდერობას, წულუკიანი აცხადებს, რომ ეს უკეთესია იმ ადამიანებს ჰკითხოთ, რომლებმაც სოციოლოგების შეკითხვებს პასუხები გასცა.

„თუკი ხალხს სურს ჰყავდეთ ეს მაჟორიტარები, ეს ხალხის გადასაწყვეტია.  ჩვენ სწორედ იმიტომ ვართ ოპოზიციაში, რომ პოლიტიკაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც საზოგადოებას  სურს“, - განაცხადა წულუკიანმა.