რატომ დასჭირდა მადონას მოსკოვური კონცერტისთვის ორეულები? (VIDEO)

რატომ დასჭირდა მადონას მოსკოვური კონცერტისთვის ორეულები? (VIDEO)

53 წლის პოპ-დივა მადონა, ახალი ალბომის MDNA -ს  მხარდამჭერ მსოფლიო ტურნეს უკვე რამდენიმე კვირაა მართავს. როგორც თავად მომღერალი გულშემატკივრებს ჰპირდებოდა, ეს ტურნე  ყველაზე მაშტაბური და გამორჩეულია. ტურნეს ფარგლებში რამდენიმე სკანდალური შოუ უკვე გაიმართა.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ პოპ-დივამ კონცერტის ორგანიზატორებს და მასპინძელ ქვეყანას მოსკოვს,  სადაც მომღერალი აგვისტოში კონცერტს გეგმავს, სხვადასხვა სასტუმროებში, სამი ერთნაირი ნომერი შეუკვეთა. ჯერჯერობით უცნობია, რაში დასჭირდა მომღერალს სამი ნომრის დაჯავშნა, მაგრამ ამბობენ, რომ ის მოსკოვში თავისი ორეულების თანხლებით ჩავა! თავად, რომელ სასტუმროში გაჩერდება პოპის დედოფალი ჯერ საიდუმლოდ რჩება. 

მადონამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, მსოფლიო ტურის დროს არაერთი სკანდალური შოუ შემოგვთავაზა. მისმა ტურნემ სტარტი ისრაელში აიღო, დღემდე  სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობს და  მაყურებელის გაოცებას ტრადიციულად ახერხებს. რა შოუს დადგმას აპირებს მოსკოვში მომღერალი ჯერ უცნობია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მან ისრაელში, აუდიტორიას მოშიშვლებული მკერდი უჩვენა, იტალიაში კი, შარვალი ჩიხადა.

 მომღერლის მსოფლიო ტურნე,  ინგლისში, შოტლანდიში, ირლანდიასა და სხვა ქვეყბებში გაგრძელდება.