დამასკოს გარეუბანში თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დამასკოს გარეუბანში თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

12 ადამიანი დაიღუპა სირიაში, სამხედროებსა და  აჯანყებულებს შორის, დამასკოს გარეუბანში მომხდარი შეტაკებების დროს.

როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, დაახლოებით 12 ადამაინი ემსხვერპლა ქალაქ დუმაში მომხდარ თავდასხმას. ქალაქი დუმა, მდებარეობს დამსაკოს ცენტრის ჩრდილო დასავლეთში, დაახლოებით, 10 კილომეტრის მანძილზე.  თავდასხმის შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულებიც.

სირიაში, წელიწადზე მეტია ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები არ შეწყვეტილა. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების დაღუპვის შესახებ. გაეროს წარმომადგენლების თქმით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ  12,000 ადამიანს გადააჭარბა. სირიის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციასთნ შეიარაღებული შეტაკებების დროს დაიღუპა მათი 2,5 ათასი ჯარისკაცი და პოლიციის თანამშრომელი, ხოლო  დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეების რიცხვმა 3.2 ათასს გადააჭარბა.