19 ივნისს, თიბისი არტ გალერეაში მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიმართება

19 ივნისს, თიბისი არტ გალერეაში მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენა გაიმართება

თიბისი არტ გალერეა 19 ივნისს,  საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ მამია მალაზონიას პერსონალური გამოფენას უმასპინძლებს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც მისი ნაცნობი ნამუშევრები, ასევე მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილი დაზგურ-გრაფიკული ციკლები.

მამია მალაზონიას საზოგადოება კარგად იცნობს, როგორც ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთ რეფორმატორს და წიგნის ილუსტრატორს, რომლის წიგნის მხატვრობა ქართული სახვითი ხელოვნების კლასიკის ფონდშია შესული.