იანუკოვიჩს ტიმოშჩენკოს შეწყალება სურს

იანუკოვიჩს ტიმოშჩენკოს შეწყალება სურს

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ კატეგორიულად მოსთხოვა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ყოფილი პრემიერმინისტრის  იულია ტიმოშჩენკოს ციხიდან გათავისუფლება, ამერიკულ ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ნამდვილად სურს ტიმოშჩენკოს შეწყალება.

„როდესაც ტიმოშჩენკოს საქმე დამთავრდება, როდესაც სასამართლო განაჩენს გამოიტანს, მათ შორის ევროპის სასამართლოც, შეწყალების საკითხი პრეზიდენტის კომპეტანციაში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ჟურნალისტის განმეორებით  შეკითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა მას იულია ტიმოშჩენკოს შეწყალება, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: “-დიახ, დიახ, ნამდვილად მსურს“.

უკრაინის პრემიერმინისტრ იულია ტიმოშჩენკოს 2009 წელს  რუსეთთან უკრაინისთვის არახელსაყრელი გაზის ხელშეკრულების დადებისთვის, უკრაინის სასამართლომ შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.