აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ავადმყოფებს  საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაგზავნის

აფხაზეთის დე-ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო ავადმყოფებს საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაგზავნის

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო აფხაზ ავადმყოფებს საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაუშვებს.

როგორც სააგენტო "აპსნიპრესი" იუწყება, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ აფხაზეთის ომის ინვალიდების ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე დე-ფაქტო მთავრობის ლიდერმა ფონდის საბჭოს, სტრუქტურისა და ბიუჯეტის  ფორმირების საკითხებზე ისაუბრა. გარდა ამისა, საუბარი უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფების აფხაზეთიდან საქართველოში გადმოყვანის გახშირებულ შემთხვევებსაც შეეხო.

საუბრის ბოლოს ლეონიდ ლაკერბაიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავადმყოფებს სამკურნალოდ საქართველოში არ გააგზავნის.