"ქართულმა ოცნებამ" თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა for.ge (presage.tv) -ის პრესკლუბში სტუმრობისას,  თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა.

სოზარ სუბარი სამგორი, ლევან ბერძენიშვილი ვაკე, ეკა ბესელია ნაძალადევი,  ვახტანგ ხმალაძე მთაწმინდა, დავით ბერძენიშვილი დიდუბე,  ვიქტორ დოლიძე ჩუღურეთი,  გია ცაგარეიშვილი და შოთა ხაბარელი კრწანისი, ხოლო თინა ხიდაშელი საბურთალოზე, ისანში და გლდანში ლიდერობს და რათა ის კენჭს სამივეგან ვერ იყრის მონაცემები გადაიხედება.