ქუთაისის პარლამენტში სტაჟირების გავლის მსურველებთან გასაუბრებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე პირადად დაესწრება.
როგორც from.ge-ს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსმა მაკა გიგაურმა განუცხადა, დღეს გაიმართება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის აპარატებში სტაჟირების მსურველებთან გასაუბრება. შემდეგ კი სხვა კომიტეტების აპარატებში მსურველებთანაც მოხდება გასაუბრება.
სტაჟირების პროცესი 15 ივნისს იწყება და 22 ივნისამდე გაგრძელდება.
გასაუბრება ქუთაისში კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ შენობაში ტარდება.
ქუთაისის პარლამენტში სტაჟირების გავლის მსურველი დაახლოებით 600–მდე ადამიანია. სტაჟირების შემდეგ კი ქუთაისის პარლამენტში კონკურსი გამოცხადდება.